ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატმა ბათუმის საქალაქო სასამრთლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. ადვოკატი ჩხვირკიას დაკავების პოლიტიკურ მოტივებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სასამართლომაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ იკვეთება.ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს მერაბ ღოღობერიძის ადვოკატიც.ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 25 აპრილს შეუფარდა. ორივე მთგანი ბათუმის მოვლენების ორგანიზების ბრალდებით 23 აპრილს დააკავეს.