მეორე ჯგუფის ინვალიდი მარტოხელა დედა, ორ შვილთან ერთად, სკოლის ბალანსზე არსებულ ყოფილი ინტერნატში უკვე წლებია სამადლოდ ცხოვრობს. შელახულ და გაუმართავ შენობაში მან ახალგაზრდობა, მისმა შვილებმა კი ბავშვობა უნდა გაატარონ... მარტოხელა დედის სტატუსთან ერთად უამრავი გადაუჭრელი პრობლემა და გაჭირვებაა. ამ ყველაფერს კი ცხოვრებასთან ერთი ხელით შებრძოლება ჰქვია...