საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმე წევრი კომისიას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ორ ალტერნატიულ წინადადებას სთავაზობს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისის წევრების ნაწილმა პრესკონფერენცია გამართა. როგორც კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, საკონსტიტუციო კომისის წევრების ნაწილმა განიზრახა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიას ალტერნატივა შესთავაზოს.