ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ქარმა 5 მანქანა დააზიანა. ძლიერმა ქარმა სახლის ფანჩატური ადგილიდან მოგლიჯა და მანქანების მიმართულებით გადაისროლა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურიც იყო მობილიზებული.დაზარალებულები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.