პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობენ. სისიხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, შემსუბუქდება მარიხუანის მოხმარებაზე დაწესებული სანქციები. ცვლილებების მიხედვით, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების პირველი შემთხვევის დროს, აღარ მოხდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება, ასევე იცვლება კანაფის და მარიხუანას დიდი ოდენობის განსაზღვრება. კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა 250 გრამის ნაცვლად 1000 გრამით.მარიხუანას შემთხვევაში, დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 70 გრამით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით.