ლიკვიდირებული თავდამსხმელი, მოკლული და დაჭრილი პოლიციელები: პარიზში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ISIS"-მ აიღო - Palitra News

ლიკვიდირებული თავდამსხმელი, მოკლული და დაჭრილი პოლიციელები: პარიზში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ISIS"-მ აიღო

2017-04-21 10:05:10+04:00

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, პარიზში, შანზ-ელიზეზე სროლის ხმა ისმოდა. ინციდენტს მსხვერპლი მოყვა. თავდასხმის შედეგად, ერთი პოლიციელი მოკლულია, ერთი დაჭრილი, ერთ-ერთი თავდამსხმელი კი ლიკვიდირებულია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

იხილეთ:საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს

კვალი, რომელმაც პარიზში მომხდარ ინციდენტს შესაძლოა ნათელი მოჰფინოს, ტერორისტული ხასიათისაა - ფრანსუა ოლანდი