საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს - Palitra News

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს

2017-04-21 10:23:13+04:00

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პარიზში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს საფრანგეთში, ნომერზე + 33 7 83 31 86 89.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ამჟამად ვითარება განმუხტულია და სიტუაციას პოლიცია აკონტროლებს.პარიზში, შანზ-ელიზეზე წუხელ ღამით ადგილი ჰქონდა სროლებს. ფრანგული გამოცემა L’Express-ის ინფორმაციით, ერთი პოლიციელი მოკლულია, ერთი დაჭრილი, ერთი თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია, ერთს კი ეძებენ.

იხილეთ:

ლიკვიდირებული თავდამსხმელი, მოკლული და დაჭრილი პოლიციელები: პარიზში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ISIS"-მ აიღო

კვალი, რომელმაც პარიზში მომხდარ ინციდენტს შესაძლოა ნათელი მოჰფინოს, ტერორისტული ხასიათისაა - ფრანსუა ოლანდი