ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან არსებული ადმინისტრაციული საზღვარი ე.წ. არჩეული პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ინაუგურაციასთან დაკავშირებით ჩაიკეტება. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ ოკუპირებული ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება. ცერემონია ხვალისთვის არის დაგეგმილი. ღონისძიებაზე ელიან სტუმრებს ოკუპირებული აფხაზეთიდან, რუსეთიდან, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან, დნესტრიპირეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან. ადმინისტრაციულ საზღვარზე მოქალაქეების გაშვება 20 აპრილის 20:00 საათიდან 22 აპრილის 07:00 საათამდე შეჩერდება.