იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში მდებარე სასტუმრო ჰენანაში მომუშავე პერსონალი რობოტებმა ჩაანაცვლეს. სასტუმოში შესულ სტუმარს სარეგისტრაციო მაგიდასთან უჩვეულო სამეული ხვდება: რობოტი გოგო, ბაფთიანი დინოზავრი და პატარა ანდროიდი. სამივე მათგანი ათობით ენას ფლობს და სამივეს შეუძლია დაეხმაროს დამსვენებელს - გასცეს საჭირო კითხვაზე პასუხი ან მაგალითად, გამოუძახოს ტაქსი. რობოტების გვერდით დგას საგადასახადო ტერმინალები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ნომრის საფასურის გადახდა.
გარდა ამისა, რობოტები ასრულებენ ყველა სხვა დანარჩენ დავალებას, მათ შორის, არიან მიმტანები, მებარგეები და დამლაგებლები. ბოსტონის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, საწარმოო პროცესში ერთი რობოტის ჩართვით, სამსახურს დაახლოებით 6 ადამიანი კარგავს.