გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლებარდეს ხეობაში, წიფლისა და ფიჭვის სახეობის მორების უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქეები, რომლებსაც სატვირთო ავტომანქანით მორები გადაჰქონდათ, არ დაემორჩილნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მოთხოვნას, რის შემდეგაც მათზე დევნა განხორციელდა. ფაქტი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.