სუს-ის უფროსი პარლამენტს გაწეული საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს. აღნიშნული დოკუმენტი გასულ კვირას პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს, სადაც სუს-ის საქმიანობის თაობაზე დეპუტატებს გომელაურის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე შეხვდა. საკომიტეტო მოსმენა მედიისთვის ნახევრად დახურულ ფორმატში წარიმართა.