ყოფილ დეპუტატ ვასილ დავითაშვილზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. როგორც პალიტრა ნიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული სოფელ კისისხევში დააკავეს. მისი ჩხრეკისას ამოღებულია "მაკაროვის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ყოფილ დეპუტატ ვასილ დავითაშვილს, თელავში საკუთარ სახლთან ესროლეს. დავითაშვილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
იხილეთ: თელავში ყოფილ დეპუტატს რვა ტყვია ესროლეს - რას ამბობს მეზობელი?