ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთში აშშ-ის მიერ ყველაზე ძლიერი არაბირთვული რაკეტის, იგივე „ყველა ბომბის დედის“ ჩამოგდებას „ისლამური სახელმწიფოს“ სულ მცირე 94 მებრძოლი ემსხვერპლა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, დავლათ ვაზირის თქმით ამ ეტაპზე სპეციალური ჯგუფი ბომბის ჩამოგდების ადგილს ასუფთავებს და გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. აშშ-მა ავღანეთში ჯი-ბი-იუ 43-ის ტიპის ბომბი ხუთშაბათს ჩააგდო. დონალდ ტრამპმა ოპერაციას წარმატებული უწოდა.