სირიაში, ქალაქ დამასკოსთან მდებარე სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ათასობით ადამიანმა სოფლები ავტობუსებით, სირიის ხელისუფლებისა და ამბოხებულთა შეთანხმების შემდეგ დატოვა. ევაკუირებულთა უმრავლესობა შიიტი მოსახლეობა იყო. ადამიანთა უფლებების დაცვის სირიის ობსერვატორიის ცნობით სოფლებიდან 7000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა, რომლებიც იდლიბის პროვინციაში გადაიყვანეს. ევაკუირებულ მოსახლეობას შორის ამბოხებულებიც იყვნენ.