15 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი. ქვეყნის უმეტეს ნაწილზე უამინდობა იქნება 14 აპრილს, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. უამინდობა შენარჩუნდება 15 აპრილის დილამდე, დღისით შედარებით გამოიდარებს.თუმცა, ამინდის გაუმჯობესება მოსალოდნელია 16 აპრილს. სინოპტიკოსები 16 - 17 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილ და უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში მოსალოდნელია +20, +25 გრადუსი, თუმცა 16 -17 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში უამინდობა შენარჩუნდება, მოსალოდნელია წვიმა.