კომერციული, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების ფასი 20-30% -ით გაიზარდა. ბროკერთა ინფორმაციით, დეფიციტშია ისეთი მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობი 600-1 000 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს ან რომელთა სრული სამშენებლო ფართობი 11 000 კვადრატული მეტრია. დღეისთვის განსაკუთრებით მოთხოვნად უბნებად საბურთალო, ძველი თბილისი, დიდი დიღომი, გლდანი და ვარკეთილი სახელდება.