პრეზიდენტის არჩევის წესზე საკონსტიტუციო კომისია დღეს საბოლოოდ დააფიქსირებს პოზიციას. პრეზინდეტის უფლებამოსილების და მისი არჩევის წესის გარდა დღევენდელ საკონსტიტუციო კომისიის ორი ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე კომისიის წევრები აქცენტს პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდასაც გააკეთებენ. ცვლილებებს ოპოზიცია ქართული ოცნების მიერ მთელი ძალაუფლების მხოლოდ ერთი პარტიის ხელში მოქცევის მცდელობით ხსნის. ცვლილებებს მხარს არ უჭერენ არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც.