ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათახ ალ-სისიმ ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ალ-სისიმ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ორ ქალაქში მომხდარი ტერაქტების გამო მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტმა მოსახლეობას სატელევიზიო მიმართვით ამცნო. მისივე თქმით, ის ტერორიზმთან ბრძოლის უმაღლეს საბჭოს შექმნის. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის სპეცსამსახურებმა ექსტრემიზმთან საბრძოლველად ძალისხმევა გაააქტიურეს. გარდა ამისა მან ადგილობრივ ტელევიზიებს მოუწოდა, რომ მოერიდონ ეთერში მძიმე კადრების ჩვენებას, რადგან ეს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის მტკივნეულია. ეგვიპტის ქალაქებში ტანტასა და ალექსანდრიაში თვითმკვლელების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს ჯამში 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა 100-ზე მეტი კი დაშავდა.