გარემოს დაცვის მინისტრი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის რეგიონალურ დირექტორთან ერთად,ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა, სადაც ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროგრამას ადგილზე გაეცნო. პროექტი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის დახმარებით, 2013 წლიდან მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 4 წლის განმავლობაში აზერბაიჯანიდან 53 ქურციკი იქნა შემოყვანილი.გიგლა აგულაშვილმა მიჯნის ყურეში არსებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა. ამასთან მინისტრმა სადგურ სამუხის ველის მესაზღვრეები, რომლებიც რეინჯერებს ტერიტორიების დაცვაში ეხმარებიან მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.