პროტესტი ენგურის ხიდზე - როგავების ოჯახი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებული მამა-შვილის გათავისუფლებას ითხოვს. პროტესტის აქცია ახლობლებმა გამართეს. ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მამა-შვილის გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. დაკავებულების ახლობლების მტკიცებით, როგავები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, კერძოდ, მდინარე ენგურის ნაპირთან და ე. წ. მესაზღვრეებმა გადასვლა იარაღის მუქარით აიძულეს.
აქციას "ნაციონალური მოძრაობაც" შეუერთდა, რომელიც ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება როგავების გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს.