ჰუმანიტარული ოპერაცია ავღანეთში - ბაგრამის საავიაციო ბაზაზე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ეგიდით დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ერთობლივი ჰუმანიტარული ოპერაცია განახორციელეს. III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის და II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა საქართველოდან, კერძოდ ქალაქ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, მერიის და გამგეობის მიერ ავღანეთში გაგზავნილი სასკოლო და პირადი მოხმარების ნივთები სოფელ მუსაპეინის სკოლის მოსწავლეებს გადასცეს. ქართველ ჯარისკაცებთან ერთად ჰუმანიტარულ ოპერაციაში ამერიკელი სამხედროებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიებაში სკოლის დირექტორი, სოფლის უხუცესი და ავღანეთის ეროვნული არმიის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ.