თბილისს მალე კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება. დედაქალაქის მერმა ბაღის მშენებლობას საფუძველი სოფელ დიღომში მცხოვრებ პატარებთან ერთად ჩაუყარა და შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო. ახალი საბავშვო ბაღი თბილისთან შემოერთებულ ტერიტორიაზე შენდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი 10 ჯგუფიანი იქნება და 2018 წლიდან 350-მდე ბავშვს მოემსახურება. დღემდე სოფელ დიღომში მხოლოდ ერთი საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.