"ავერსის კლინიკა" წამყვანი მრავალპროფილური სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრია, რომელიც მუდმივი განვითარებისა და განახლების პროცესშია. კლინიკაში კარდიოლოგიის მომსახურების სფერო მიმდინარე წლის 30 იანვარს, ახალ საფეხურზე გადავიდა. გაიხსნა გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრი, რომელიც ემსახურება გულის მწვავე დაავადებების მქონე პაციენტებს. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი მოიცავს ინტენსიური თერაპიის პალატას, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური, შედეგზე ორიენტირებული სამედიცინო პერსონალით.