პრეზიდენტის ანგარიში "ქართული ოცნების" დეპუტატების კრიტიკის საგანი გახდა. მმართველი გუნდის დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტს არა აქვს პასუხისმგებლობა მთავრობის მუშაობაზე და არასერიოზულია მათ გარკვეული მიმართულებები მისცეს. უმრავლესობის განცხადებით, საპარლამენტო რესპუბლიკის ფარგლებში, სადაც პრეზიდენტის უფლებამოსილება არცთუ ისე დიდია, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ანგარიში არათანხვედრადია რეალობასთან. მათივე თქმით დიალოგის მოსურნე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს მეტად კონსტრუქციული ტონი.