აშშ-მ სირიაზე სამხედრო იერიში განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენლებზე დაყრდნობით როიტერი ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ვაშნგტონმა 59 ე.წ Tomahawk-ის (ტომაჰოუკის) ტიპის შორი რადიოუსის რაკეტა გამოიყენა. საჰაერო თავდასხმები ჰომსში მდებარე ალ შარიათის სამხედრო ბაზაზე, ხმელთაშუა ზღვიდან მოხდა, სადაც ორი ხომალდია განთავსებული. შეგახსენებთ, ვაშინგტონმა იერიშები სირიაზე მასშემდეგ განახორციელა, რაც იდლიბის მოსახლეობის წინააღმდეგ სავარაუდოდ სირიის ხელისუფლებამ ქიმიური იარაღი გამოიყენა. სისხლიან თავდასხმას 72 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქემ კი ინტოქსიკაცია მიიღო.