ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის ცალკეული მუხლების გასაჩივრებას გეგმავს ოპოზიციაც.ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოსთვის მიუღებელია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში იქნება და ამ თემაზე ხელისუფლების არგუმენტი სააგენტოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.უმრავლესობაში კი დარწმუნებული არიან, რომ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონი არის ოქროს შუალედი, რომელიც ერთდროულად იცავს როგორც ადამიანის უფლებებს, ასევე უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას.