კარდაკარ საჭიროებებზე - ეს ზუგდიდის გამგეობის ახალი პროექტია. ამიერიდან კვირაში ერთხელ, გამგებელი ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობის საჭიროებებს სოფლებში კარდაკარ გაეცნობა. ლაშა გოგია ამჯერად კახათსა და ოდიშს სტუმრობდა, სოფელებში მოსახლოებამ მთავარ პრობლემად გზების არარსებობა დაასახელა. გამგებლის განცხადებით ორივე სოფელში გზების მშენებლობა წელს დარულდება. ზუგდიდის გამგეობამ წელს კიდევ ერთი ახალი პროექტი „უფრო ახლოს ხალხთან“ დაიწყო, პროექტის ფარგლებში, კვირაში ერთხელ, სოფლის ცენტრებში გამგებელი და გამგეობის სამსახურის უფროსები მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს მართავენ.