ჯანდაცვის მინისტრი თამბაქოს კონტროლის სფეროში დაგეგმილ რეფორმას მიესალმება. დავით სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნული რეფორმები პირდაპირ კავშირშია მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობასთან. თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებების პაკეტს, რომელიც მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს ყველა ტიპის შენობაში, გარდა საცხოვრებელი სახლისა და საპატიმრო დაწესებულებებისა. მათივე განმარტებით, ასევე აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსრობა.