სამართალდამცავებმა ფონიჭალასა და გურჯაანში ნარკორეალიზატორები დააკავეს სამართალდამცავებმა ფონიჭალასა და გურჯაანში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს.როგორც შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, დაკავებულები არიან: 1993 წელს დაბადებული სურამი მ., 1987 წელს დაბადებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე რუსლან ი., 1990 წელს დაბადებული არაზ ა., 1983 წელს დაბადებული ელმადინ მ. და 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნიზადილ გ.