საქართველო აქტიურად იყენებს მთის მიმართულებებს, რომ ეს შესაძლებლობა უფრო განვითარდეს - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ევროპისა და აზიის მთის კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ურთიერთობა საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის ბოლო წლებში დინამიურად განვითარდა. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც 300-მდე დელეგატი ესწრება დღეს გაიხსნა. ღონისძიების დაწყებისთანავე კონფერენციის დამსწრეებმა საქართველოს სამთო კურორტების შესახებ გადაღებული ვიდეოკლიპი ნახეს.