გვიან ღამით, გარევაჭრობის კონსტრუქციები აიღეს თბილისში, ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიდან და თევდორე მღვდლის ქუჩის ნაწილიდან. ტერიტორია უკვე დაასუფთავა თბილ-სერვის ჯგუფმა. შესაბამისად, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება დღეიდან აღარ მიეცემათ. თბილისის მერიამ უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ, ორ კვირაზე მეტია დაიწყო სხვადასხვა ტერიტორიაზე კონსტრუქციების აღება. როგორც აცხადებენ, მსგავსი ღონისძიებები კვლავ გაგრძელდება.