საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად მსოფლიოში სახელგანთმული მინერალური წყლის ბრენდი "ბორჯომი" საქართველოს სათხილამურო ფედერაციას სამი წლის მანძილზე გაუწევს პარტნიორობას. მემორანდუმს ხელი სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ და კომაპნია IDS ბორჯომი საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვაძემ მოაწერეს. ღონისძებას ასევე ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი.პრესკონფერენციაზე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ხელმძღვანელმა სეზონიც შემაჯამა.