ე.წ. მესაზღვრეებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან 45 წლის ალიკა გელიაშვილი დააკავეს. დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, გელიაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის.ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ალიკა გელიაშვილი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როდესაც სამმა ე.წ.მესაზღვრემ, რამდენიმე ასეული მეტრით საოკუპაციო ხაზი გადმოკვეთეს და გელიაშვილი დააკავეს.ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული უკვე ცხინვალის მილიციის იზოლატორშია გადაყვანილი.