მიმდინარე წლის მარტის თვის მონაცემებით, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის საშუალო ფასი 3 ლარი და 41 თეთრამდე შემცირდა. აისეტის ხაჭაპურის ინდექსის თანახმად, ეს მაჩვენებელი 6.9%-ით ნაკლებია თებერვალთან შედარებით, თუმცა 4.1%-ით მეტია 2016 წლის მარტის მონაცემზე.
აისეტის მონაცემებით, ქართული რძის პროდუქტების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 1 ლიტრი რძის ფასი გაზაფხულსა და ზაფხულში 50 -70 თეთრს შორის მერყეობს, მაშინ, როდესაც სექტემბრიდან იანვრამდე ღირებულება 1 ლარამდე იზრდება.