ჩემი სურვილია, უფასო ფაკულტეტები აღარ იყოს ნავსაყუდელი ისეთი ხალხის, რომლებიც სხვა ფაკულტეტებზე ვერ მოხვდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ზოგიერთი ფაკულტეტების მხარდაჭერა საჭიროა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაკულტეტებზე ჩარიცხვის მსურველთა აკადემიური მოსწრებაც ადეკვატური იქნება.