ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე ადმინისტრაციული ზომები კიდევ უფრო მკაცრდება. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მოქმედი ნორმით სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან კანონით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას იწვევს. ამასთან, დღეს კანონი მართვის უფლების შეჩერების 700-ლარიანი ჯარიმით შეცვლასაც უშვებს. ცვლილების შემდეგ კი ჩმორთმეული მართვის მოწმობის დასაბრუნებლად პირს გამოცდის ხელახლა ჩაბარება ან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.