თბილისში დასაქმებულთათვის დასვენება ზაფხულში უფრო პოპულარულია, ვიდრე ზამთარში. როგორც "ეისითის" კვლევაშია ნათქვამი, დასაქმებული თბილისელების უმრავლესობა - 61% აგვისტოში ისვენებს. "ეისითის" ცნობით, შვებულების აღების შემთხვევაში, დიდი უმრავლესობა 77% ქალაქგარეთ გადის, 23% კი თბილისში რჩება.