ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვის აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, პრეზიდნეტის გამოსვლას პარლამენტში პრემიერი და რამდენიმე მინისტრი დაესწრება, თუმცა მინისტრების შემადგენლობა, ვინც ქუთაისში გაემგზავრება ჯერ კვლავ უცნობია. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს, ყოველწლიური მოხსენებით 7 აპრილს მიმართავს.