ბოლივიის პოლიციამ იმ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი დააკავა, რომელმაც 2 დღის წინ დაცვის სამსახურის ავტომობილი გაიტაცა, რომლითაც მილიონ 300 ათასი აშშ დოლარი გადაჰქონდათ. გატაცებისას ადგილი სროლასაც ჰქონდა, რა დროსაც ერთი პოლიციელი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, რამდენიმე სამართალდამცველი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი ქალაქ სანტა კრუზში მოხდა. გატაცებული ავტომობილი მოგვიანებით პოლიციამ დამწვარი იპოვნა. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.