ჩემი გამოსვლა მადლობის გადახდით მინდა დავიწყო, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ მიმოსვლა ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მალტაში გამართულ ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ცხრა წლის განმავლობაში ის თავის გუნდთან ერთად პოსტსაბჭოთა სივრცეში რეფორმების ყველაზე წარმატებულ ექსპერიმენტს უძღვოდა. მისივე განცხადებით, "ივანიშვილმა მასხარად აიგდო სასამართლო და საარჩევნო სისტემა და ახლა კონსტიტუციას ცვლის, რათა ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩეს".