საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ლატვია ანგარიშით 5:0 დაამარცხა. შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართა. მატჩმა ქართველი ფეხბურთელების სრული უპირატესობით ჩაიარა. შეხვედრაში ანგარიში 11-მეტრიანი დარტყმით ჯანო ანანიძემ გახსნა. ამის შემდეგ ზედიზედ ორი გოლი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ამის შემდეგ შორეული დარტყმით დუბლი შეასრულა ჯანო ანანიძემ, ხოლო უკანასკნელი გოლი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გიორგი არაბიძემ გაიტანა. ფეხბურთელებს სტადიონზე საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტებიც ქომაგობდნენ. გიორგი მარგველაშვილი და რაიმონდს ვეიონისი დინამო არენაზე ეროვნული ნაკრებების ფორმაში ჩაცმულები მივიდნენ, ფეხბურთელებს მიესალმნენ და სახელმწიფო ჰიმნები ფეხბურთელებთან ერთად შეასრულეს.