დეკანოზ გიორგი მამალაძის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სასამართლო პროცესი ნაწილობრივ დაიხურა. სეკანოზ გიორგი მამალაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარე დაკავებული დეკანოზისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ვადის გაგრძელებას ითხოვს. ბრალდების მხარის პოზიციას არ იზიარებს დაცვის მხარე. დეკანოზის ადვოკატები პროცესზე საქმეში არსებულ „ახალ გარემოებებზე“ საუბარს გეგმავენ, რის საფუძველზეც ისინი ბრალდებულისთვის ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვენ. ადვოკატებიაღნიშნულ გარემოებებზე წინასწარ საუბრისგან თავს იკავებენ და ამ გარემოებებს მხოლოდ სასამართლო პროცესზე გააჟღერებენ.