თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებს ახალი ავტობაზა მოემსახურება. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მშენებლობის პროცესი აქტიურ რეჟიმშია. უკვე დასრულდა ადმინისტრაციული შენობის და გადასასვლელი ხიდის მშენებლობა, სერვისცენტრისა და დაცვის ჯიხურების სამონტაჟო სამუშაოები.