დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნების მიზეზებს განმარტავს. მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, პატრიარქმა გადადგომის მოთხოვნაზე მას ლოცვა-კურთხევა ეკლესის გარშემო არსებული მდგომარეობის გამო არ მისცა და დაარწმუნა, რომ მისი საპატრიარქოში ყოფნა აუცილებელია. დეკანოზმა მდივნის თანამდებობა თებერვალში პროტესტის ნიშნად დატოვა. ბოტკოველმა აღნიშნულის მიზეზად მის მიმართ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის განცხადება დაასახელა, რომელმაც პატრიარქის მდივანი სიცრუეში დაადანაშაულა.