თბილისში მაღაზიათა ქსელ "უნივერსამის" რიგით მეათე ფილიალი ისანში გაიხსნა. მაღაზია 2500 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. მასში 20 ათასზე მეტი დასახელების ქართული და უცხოური წარმოების პროდუქტია წარმოედგენილი. უნივერსამში მომხმარებლებს გაუყინავი ქართული ხორცით დამზადებული ნახევარფაბრიკატების, საკონდიტრო ნაწარმისა და პურ-ფუნთუშეულის შეძენაც შეუძლიათ. მაღაზიათა ქსელში ამ დროისთვის 700მდე ადამიანია დასაქმებული. უნივერსამი ქართულ ბაზრარზე 2010 წელს გამოჩნდა.