პრეზიდენტი იმ დეპუტატების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რომლებმაც წელიწადნახევრის წინ ეროვნული ბანკის შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტოვირებული შენიშვნები არ გაიზიარეს და ვეტო დაძლიეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით ე.წ. მოსმენების კანონს, პრაქტიკულად, ელის იგივე ბედი ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, რაც იყო ეროვნული ბანკის შესახებ კანონის შემთხვევაში.