დიღომში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ქალს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. როგორც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა ოთარ დიხამინჯიამ განაცხადა, პაციენტს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. რაც შეეხება ავარიაში მონაწილე ავტომობილების მძღოლებს, ორივე მათგანი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ ერთი მათგანი მოცურდა და გაჩერებაზე მდგომ დედა-შვილს დაეჯახა. 11 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
იხილეთ:
როგორია აღმაშენებლის ხეივანზე დაშავებული ქალის მდგომარეობა - ექიმის პირველი კომენტარი