აღმაშენებლის ხეივანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც პალიტრანიუსს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოშია მოთავსებული. ავტოსაგზაო შემთხვევა დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი გაჩერებაზე იდგა, რა დროსაც ”ბე ემ ვეს” მარკის ავტომანქანა ჯერ განათების ბოძს შეეჯახა და მოგლიჯა, შემდეგ კი უშუალოდ დედა-შვილს დაეჯახა.
იხილეთ: