ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დილით მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან სააკაძის მოედნის მიმართულებით არსებულ აღმართზე. ერთმანეთს "ოპელისა" და "ტოიოტას" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის ერთ-ერთი მონაწილე ტაქსის მძროლია. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა.