კვლევების თანახმად, მეცადინეობის გვიან დაწყებისას მოსწავლეების სწავლის დონე იზრდება. ამ დასკვნამდე ინგლისელი და ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ. ის მოსწავლეები, რომელთაც დილით გამოძინების საშუალება მისცეს, კითხვასა და მატემატიკაში გაცილებით წარმატებულები იყვნენ.
ინგლისელ და ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა, რომლის წევრებიც ძილის ზემოქმედებას მოსწავლეებისა და სტუდენტების შრომისუნარიანობაზე წლების განმავლობაში იკვლევდნენ, თავიანთი დასკვნები ჟურნალ “learning media and technology”-ში გამოაქვეყნეს.ცნობილი ფაქტია, რომ ძილის დეფიციტს კარგი არაფერი მოაქვს. ის იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, დიაბეტს, ჰიპერტონიას, სიმსუქნეს და ასევე ნერვულ აშლილობას, მღელვარებასა და დეპრესიას. ადრეულ სასკოლო ასაკში ეს პრობლემას არ წარმოადგენს, სირთულეები მოზარდობის პერიოდში იჩენს თავს.